კორონავირუსის კიდევ 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 461 ადამიანს დაუდასტურდა, 163 კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 271 379 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 265 686, გარდაიცვალა 3 532 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 237, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 1 471. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 149 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google