ბაკურციხისა და ჯიმითის სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა
ჯიმითის და ბაკურციხის საჯარო სკოლები დღეიდან დისტანციურად ისწავლიან. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, ორივე სკოლა ონლაინრეჟიმზე 5 მარტამდე იქნება.
„ჯიმითის საჯარო სკოლაში სამნეო ნაწილის გამგეს დაუდასტურდა ვირუსი, ის შემხებლობაში იყო თანამშრომლებთან და 5 მარტის ჩათვლით სკოლა ონლაინსწავლებაზე გადავიდა, ანალოგიური სიტუაციაა ბაკურციხეშიც. 5 რიცხვიდან უკვე არდადეგები იწყება და 15 მარტს სწავლას უკვე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ,“ - უთხრა speqtri.ge-ს დალი მინდიაშვილმა.

მისივე განმარტებით, დანარჩენ სკოლებში სიტუაცია სტაბილურია.




| Print |
FaceBook Twitter Google