კორონავირუსს ახაშნელი კაცი ემსხვერპლა
კახეთი კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 72 წლის წლის კაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნიდან იყო და თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ამ ეტაპზე რეგიონში მკურნალობას 178 მოქალაქე გადის, მათ შორის 124 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 54 იმყოფება კოვიდ კლინიკაში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 257- ია, თვითიზოლაციიდან კი 67
ადამიანი მოიხსნა.


| Print |
FaceBook Twitter Google