წელს შესაძლოა კოვიდინფიცირებული აბიტურიენტის გამოცდა კლინიკაში აღარ მოხდეს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძეს განმარტებით, მიმდინარეობს მსჯელობა იმ აბიტურიენტებისთვის შესაბამისი სივრცის შექმნისთის, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას შესაძლოა, კორონავირუსი ჰქონდეთ.

„ჩვენ კარგი გამოცდილება მივიღეთ შარშან და ყველა აბიტურიენტს და ასევე მასწავლებელს მიეცა შესაძლებლობა, რომ ეს გაეკეთებინა იცით, რომ მხოლოდ პრაქტიკოს მასწავლებლებს გადაუვადდათ გამოცდა. შესაბამისად, არის პროცედურები და რეგულაციები გაწერილი თუ როგორ უნდა მივიღოთ ყველა აბიტურიენტი, მათ შორის მივიღეთ შარშან კოვიდინფიცირებული აბიტურიენტიც. თუმცა, წელს შეიძლება, კოვიდინფიცირებული აბიტურიენტების გამოცდა მოხდეს არა კლინიკაში, არამედ სხვა სივრცეში. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და ეს უკვე მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კორონავირუსი გამოცდების მიმდინარეობისას რამდენიმე აბიტურიენტს დაუდასტურდა

| Print |
FaceBook Twitter Google