ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში პირი 3,451 ემსხვერპლა.
ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული
შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271,739-ს, ხოლო
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 265,805-ს. ვირუსით ინფიცირების პირველი
შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი -
საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
მასალის გამოყენების პირობები