დღეს კახეთში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსამდე გათბება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება. უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსამდე გათბება.
მზიანი ამინდია გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.. ლაგოდეხშიც მზიანი ამინდია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე მოღრუბლულობას პროგნოზირებენ თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 2 გრადუსია მოსალოდნელი. +7 და ღრუბლიანობაა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსამდე დაიწევს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /