დაწესდება თუ არა კონტროლი ჭურჭლის, ფეხსაცმლისა და ავეჯის ხარისხზე
ჭურჭლის, ფეხსაცმლის, ავეჯის ხარისხზე შესაძლოა, სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში პეტიცია უკვე წარადგინეს.
შესაბამისი დოკუმენტი სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს ეკუთვნის. პეტიციას 1 001 ხელმომწერი ჰყავს.

პეტიციაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში სამომხმარებლო (არასასურსათო) ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენა და სახელმწიფო კონტროლის დაწესება აუცილებელია.

„მართალია საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია გარკვეული გეგმები ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ მათი განხორციელება ნელი ტემპებით მიმდინარეობს და შედეგების პროგნოზირება რთულია. ამასთან, ეს გეგმები არ გულისხმობს ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის კონტროლს. ამრიგად, უსაფრთხოების კონტროლს მიღმაა დარჩენილი ისეთი ყოველდღიური მოხმარების ნაწარმი, როგორებიცაა: ჰიგიენის საშუალებები, ჭურჭელი, ტექსტილი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკა, ავეჯი და სხვა. მოვითხოვთ, პარლამენტმა რაც შეიძლება მოკლე ვადებში უზრუნველყოს ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენა და უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის დაწესება, ევროკავშირის მოდელის ანალოგიურად,“- ნათქვამია  პეტიციაში.


| Print |
FaceBook Twitter Google