ოპოზიცია საპროტესტო აქციების ფორმატს ცვლის
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განმარტებით, ოპოზიცია საპროტესტო აქციების ფორმატს ცვლის.

„გადავწყვიტეთ საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია, რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არ გამოიყენონ საპროტესტო ღონისძიებები საბაბად მოლაპარაკებების ჩაშლის, რომლის ინიცირებაც პირადი მედიატორობით პრეზიდენტმა მიშელმა მოახდინა“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

მისივე ინფორმაციით, ხვალ კანცელარიის პიკეტირების ნაცვლად ოპოზიცია რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავამდე ავტომობილებით მსვლელობას გამართავს, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება. ამასთან, 13 მარტს დაგეგმილი აქცია 20 მარტამდე გადაიდო. ამის მიზეზად ბოკუჩავა იმას ასახელებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს შეთანხმების მისაღწევად 2 კვირა მისცა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / ოპოზიცია /