კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3,553 პირი ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271,872-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 266,081-ს.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google