თელაველმა ექიმმა კახეთს ვაქცინის შესანახი მაცივარი აჩუქა
შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ტელენევროლოგმა, დავით მრელაშვილმა კახეთის რეგიონს “ფაიზერის” ვაქცინის შესანახი – 80 გრადუსიანი მაცივარი აჩუქა.
ქართველი ნევროლოგის ინფორმაციით, მაცივარი 529 ლიტრის ტევადობისაა.

“მაცივარი სრულად აკმაყოფილებს კახეთისთვის “ფაიზერის” ვაქცინის ტევადობას და როცა ვაქცინა შემოვა, რეგიონი შეძლებს უსაფრთხოდ შეინახოს ყველასთვის სამყოფი დოზა”- განაცხადა მრელაშვილმა.

„ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზა საქართველოს თებერვლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, პროცესი ჯერჯერობით გადადებულია და ვაქცინის მიღების კონკრეტული თარიღი, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

ცნობისთვის,  დავით მრელაშვილმა საკუთარი ხარჯებით დეკემბრის თვეში თელავის ცენტრალური საავადმყოფოსთვის საწოლები შეიძინა
| Print |
FaceBook Twitter Google