კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 390 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 272 262 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 266 253, გარდაიცვალა 3 563 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

| Print |
FaceBook Twitter Google