სოფელ ახაშენში სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში სკვერისა და ხელოვნურბალახიანი სპორტული მოედნის მოწყობისთვის 141 920 ლარამდე თანხა დაიხარჯება. სამუშაოების შესასრულებლად მერიამ ტენდერი გუშინ, 4 მარტს გამოაცხადა.
პროექტის ღირებულების 95% სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, 5% კი ადგილობრივი თვითმმართველობიდან.

პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები სამი თვის ვადაში უნდა შეასრულოს. 

ტენდერი 15 მარტს დასრულდება.







| Print |
FaceBook Twitter Google