100 გრამი ჩაი და 1 კგ შოკოლადი - საჩუქარი სოციალურად დაუცველებს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე, იორმუღანლოს თემში მცხოვრები  სოციალურად დაუცველი 100 ოჯახისთვის შავ ჩაისა და შოკოლადს შეიძენს.
თვითმმართველობამ ტენდერი 800 ლარზე გამოაცხადა. 

ტენდერის პირობების თანახმად, თითო ოჯახს 100 გრამი ჩაისა და 1 კგ შოკოლადის კანფეტს დაურიგებენ.

ცნობისთვის, ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულზე დღე-ღამის თანაბრობასთანაა დაკავშირებული. დღესასწაული სათავეს 3 ათასი წლის წინანდელი ეპოქიდან იღებს. ნოვრუზ ბაირამი 20 და 21 მარტის ჩათვლით, გაზაფხულის ბუნიობის დღეს აღინიშნება. 


ამავე თემაზე:
იორმუღანლოს თემში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს [Video]
| Print |
FaceBook Twitter Google