კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში 1.8 %
საქართველოში 5 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.8 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.6 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 1.44%.

დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს, ტესტირებულთა საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს დაუდგინდა კორონავირუსი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სწორედ ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული იმ შეზღუდვების მოხსნა ან შემსუბუქება, რომლებიც ქვეყანაში ამ დრომდე მოქმედებს. სტაბილური ეპიდვითარების პირობებში, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 272 617 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 266 344, გარდაიცვალა 3 567 პაციენტი. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 19737, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12307, PCR ტესტით - 7430.

| Print |
FaceBook Twitter Google