კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
6 მარტს, საქართველოში, კოვიდინფიცირების 355 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 91 პირი, გარდაიცვალა 4.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 737 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 12 307 , PCR-ით — 7 430 . ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 617-ს, გამოჯანმრთელდა — 266 344, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 3 567 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google