დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 355 ახალი შემთხვევიდან
ყველაზე მეტი 176 კვლავ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 17,
იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 30, გურია - 14,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 6,
სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 680,
საიდანაც: 1 387 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია
267 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, 142
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 151 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში
მოთავსებულია 312 ადამიანი,თვითიზოლაციაში იმყოფება 6 174
ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები