გურჯაანის სპორტკომპლექსში ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება
8-12 მარტს გურჯაანის სპორტკომპლექსში ჭაბუკებს შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება.
სპორტული გაერთიანების დირექტორის გელა დალაქიშვილის განმარტებით, ჩემპიონატი დაახლოებით რვა წონით კატეგორიაში ჩატარდება და ყველა რეგულაცია იქნება დაცული.
„ ორი დღე იქნება ბერძნულ რომაულში , ორი დღე კიდევ თავისუფალში. მონაწილეობას მიიღებენ ყველა რეგიონის წარმომადგენლები. ველოდებით 400 მონაწილეს. გაიმართება დაახლოებით 8 წონით კატეგორიაში. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური დიპლომებით, თასებით და მედლებით. “

მისივე თქმით 15 მარტიდან მუშაობას განაახლებენ სპორტული წრეებიც. ამ ეტაპზე კი სპორტკომპლექსში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. სპეციალური ხსნარით მუშავდება ფეხბურთის, ფრენბურთის და საჭიდაო მოედნები.

| Print |
FaceBook Twitter Google