განიხილება თუ არა საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანა
საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ჩინეთთან აწარმოებს.- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთის ორი ვაქცინა მოლოდინის რეჟიმშია და ისინი ჯანმო-ს მხრიდან სულ მალე მიიღებენ ავტორიზაციას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი გარანტი იქნება, რომ ეს ვაქცინები უსაფრთხო იქნება და საქართველო თავის მოქალაქეებს ხელმისაწვდომობის საშუალებას ჩინურ ვაქცინაზეც მისცემს. ჩვენ ვიცით, რომ ჩინური ვაქცინა არის ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული და არ გამოვრიცხავ, მასზე ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყოს“, - განაცხადა მან.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით,  თუ ჩინური ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციას ვერ მიიღებს, ის საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოვა. მისივე თქმით, მოლაპარაკებები ვაქცინის შემოტანის შესახებ ისრაელთანაც მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google