გომბორის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ62 მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-38) ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ62 (ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.“ - განმარტავენ დეპარტამენტში.
| Print |
FaceBook Twitter Google