კახეთში თოვლიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე იქნება.

თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვს ლაგოდეხშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლიანი დღეა ნავარუდები თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი. +2 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /