სავაჭრო მოლები და ბაზრობები დღეიდან შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ
საქართველოს მასშტაბით, არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის
ჩათვლით დღეიდან განახლდება. შეზღუდვა იხსნება როგორც სავაჭრო
მოლების, ისე ბაზრობებისთვის.
სავაჭრო ცენტრებმა და მაღაზიებმა მუშაობა პირველი თებერვლიდან
განაახლეს, ხოლო ბაზრობებმა 8 თებერვლიდან, თუმცა შეზღუდვა ამ დრომდე
ძალაში რჩებოდა შაბათ-კვირას.
მასალის გამოყენების პირობები