კახეთში მზიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში უმეტესად მზიანი და თბილი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე გათბება.
მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც უმეტესად მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღეა ნავარუდები თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი. +8 გრადუსია სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

| Print |
FaceBook Twitter Google