კოვიდგატანილი ადამიანების კვლევა დღეიდან იწყება
დღეიდან საქართველოში პოსტკორონავირუსულ სიმპტომებზე იმ პაციენტებს გამოიკვლევენ, რომელთაც COVID-19 უკვე გადატანილი აქვთ.
კვლევების მიზანია, დადგინდეს ვირუსის დამარცხების შემდეგ უმეტესად რა გართულებებს იწვევს ის. უკვე შერჩეულია 500-მდე ადამიანი. კვლევა არის რანდომიზირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შერჩევითი პრინციპით მოხდა პაციენტების ჩართვა. შერჩეული პაციენტები გადიოდნენ მკურნალობას, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე სახლის პირობებში. მათი გამოკვლევა ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე მოხდება.

| Print |
FaceBook Twitter Google