კორონავირუსის კიდევ 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 129 ადამიანი, გარდაიცვალა 10 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 139 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა - 3, იმერეთი - 24, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 10, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 3, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

| Print |
FaceBook Twitter Google