გურჯაანში, ვაჩნაძის ქუჩაზე, ცოლ- ქმარს შორის დაწყებული
დაპირისპირება ჩვილის გარდაცვალებით დასრულდა.
წინასწარი ინფორმაციით, ქმარმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს
მიაყენა , როცა ქალს 8 თვის ჩვილი ხელში ეჭირა. დაპირისპირების დროს
სავარაუდოდ, ასფიქსიით ბავშვი გარდაიცვალა.
ცხედარს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში უტარდება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები