საბჭომ კომენდანტის საათის მოხსნა საჭიროდ არ ჩათვალა - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კომენდანტის საათის მოხსნა განიხილეს, თუმცა საჭიროდ არ ჩათვალეს.
„დღევანდელ სხდომაზე იყო საუბარი ამ საკითხზე და მოგეხსენებათ, ერთდროულად ამდენი შემსუბუქება არ არის სასურველი. გარკვეულად, თიოთოეული შემსუბუქების შემდეგ უნდა დავაკვირდეთ ერთ-ორი კვირა და მის შემდეგ მივიღოთ შემდეგი შემსუბუქების გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე, დღეს არ ჩაითვალა ეს, მაგრამ თუ ჩვენ ამ ჩარჩოებში ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, ეს საკითხიც დადგება“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google