საქართველოში კორონავირუსის რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
„ერთი შემთხვევაა დადასტურებული რეინფიცირების, სამთვიანი შუალედით. იქ სხვადასხვა შტამი არ არის, ერთი და იგივე შტამის მუტანტია. რეინფიცირება მოხდა 2,5 – 3 თვის შემდეგ. რაც შეეხება ასაკს, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ ხანდაზმული არ არის“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google