დავეხმაროთ 24 წლის გიგი გობეჯიშვილს
24 წლის გიგი გობეჯიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ზუსტი დიაგნოზის დასასმელად მისი საზღვარგარეთ გადაყვანაა საჭირო. 
-"ორი ოპერაცია უშედეგოდ ჩაუტარდა. მესამე ოპერაციაზე გაუკეთდა შუნტირება, რის შემდეგაც ამ დიაგნოზის მხრივ მდგომარეობა დასტაბილურდა , თუმცა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მისი ნევროლოგიური მდგომარეობა რეგრესით განვითარდა, რაც გამოიხატა დამოუკიდებლდ გადაადგილების გაძნელებაში, კოორდინაცია მკვეთრად დაერღვა, ვიდრე მანამდე.  გაუძნელდა ყლაპვა, რასაც თან ახლდა ყოველი კვებისას ძლიერი ხველებ 25 იანვარს სხვა კლინიკაში, “ენცეფალიტი”-ტვინის ანთება დადგინდა. ამასთან, ტომოგრაფიით გამოიკვეთა წანაზარდი, ე.წ გრანულომა, რომელიც 4 თებერვალს, საკმაოდ სარისკო ოპერაციით ამოიკვეთა და გაიგზავნა ანალიზებზე თუმცა, დღემდე, ერთ თვეზე მეტია, უამრავი სხვა ანალიზის მიუხედავად ზუსტი დიაგნოზი ვერ დგინდება და მკურნალობენ ორ სავარაუდო დაავადებაზე. ესენია: ტუბერკულოზი, სარკოიდოზი. ორივე დაავდება ძალიან საშიშია , თუმცა, რეალურად არ არსებობს არცერთი მათგანის არსებობის დამადასტურებელი არანაირი დასკვნა. ახლა გვაცნობეს, რომ ეს წანაზარდი-“გრანულომა” კიდევ გაიზარდა და გიგის გადაუდებლად ესაჭიროება კიდევ ერთი ოპერაცია, რომელსაც ხვალ გაუკეთებენ 11 საათზე,"- ნათქვამია სოციალურ ქსელში გიგის დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ გვერდზე გავრცლებულ ინფორმაციაში.

ვისაც დახმარების სურვილი გაქვთ, თანხის გადარიცხვა შემდეგ ანგარიშებზე შეგიძლიათ:

თიბისი ბანკი
#GE53TB7377345061600014
მიმღები თეონა გურგენიძე

საქართველოს ბანკი
#GE81BG0000000279852500
მიმღები ეკატერინე გურგენიძე

| Print |
FaceBook Twitter Google