კორონავირუსის კიდევ 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 513 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 96 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 273 650 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 267 111, გარდაიცვალა 3 613 პაციენტი. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 22127, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 14103, PCR ტესტით - 8024

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google