თოვლი და წვიმა, როგორი ამინდი იქნება კახეთში დღეს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.
თოვლიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში კი თოვლია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი. +4 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0-მდე დაიწევს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /