საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებამ წიგნადი ფონდი განაახლა
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებამ წიგნადი ფონდი განაახლა.
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ , ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის ფარგლებში გურჯაანის ბიბლიოთეკას 160 სხვადასხვა ჟანრის მხატვრული , ისტორიული და ფსიქოლოგიური ლიტერატურა გადასცა. ლიტერატურა მკითხველის მოთხოვნის გათვალისიწნებით შეირჩა. გაერთიანება წიგნების შეძენას 2021 წელსაც გეგმავს.
საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ბიბლიოთეკების კურატორის ხათუნა ბუზალაძის განცხადებით, ლიტერატურა მკითხველის მოთხოვნის გათვალისწინებით შეირჩა.
„ პანდემიის გამო 2020 წლის გაზაფხულიდან ბიბლიოთეკები და მუზეუმები გადავიდნენ შეზღუდულ რეჟიმზე. პირველი მარტიდან განვაახლეთ მუშაობა სრული მასშტაბით. მკითხველებს ვხვდებით ახალი და მრავალფეროვანი ლიტერატურით, რომელიც გათვალისწინებულია მათი მოთხოვნით. ვფიქრობთ რომ ეს უფრო მეტად გაზრდის მკითხველების რაოდენობას. “

მისივე თქმით, გაერთიანება წიგნების შეძენას 2021 წელსაც გეგმავს.

| Print |
FaceBook Twitter Google