ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულ მამას პატიმრობა შეეფარდა
ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 36 წლის ზურაბ შავლიაშვილს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
გამოძიება ზურაბ შავლიაშვილს სიახლის სამართლის კოდექსის 126′, 116- ე და 11′, 19, 117- ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ოჯახში ძალადობასა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, შემთხვევა 8 მარტს გურჯაანში, ვაჩნაძის ქუჩაზე მოხდა. ცოლ-ქმარს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს 11 თვის ბავშვი გარდაიცვალა

| Print |
FaceBook Twitter Google