ირაკლი ღარიბაშვილი შეზღუდვების გამკაცრებას არ გამორიცხავს
პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის შემთხვევების მომატების გამო, გარკვეული შეზღუდვების დაბრუნებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა ბოლო დღეებში ჩვენ ვაკვირდებით დინამიკას და გარკვეული მატება შეინიშნება შემთხვევების, ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და ასე ვთქვათ, რეკომენდაციების უგულებელყოფა. ბოლო დღეებში პირბადის ტარების მაჩვენებელიც საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია და მე მინდა მივმართო მოსახლეობას, ეს ელემენტარული მარტივი წესი დავიცვათ ყველამ, იმისთვის რომ არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება ქვეყანაში და არ გავხდეთ იძულებული შეზღუდვები დავაბრუნოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google