ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 74 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 395 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 194 კვლავ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 21, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 28, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 17, კახეთი - 27, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 976, საიდანაც: 1 324 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 275 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 74 პირი, 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 519 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 252 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 493 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google