გურჯაანში კორონავირუსის შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემთხვევები სოფელ კალაურში, არაშენდასა და ქალაქ გურჯაანში დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის სულ 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

| Print |
FaceBook Twitter Google