კახეთში კვლავ თოვლი და წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში თოვლი და წვიმა იქნება. უწყების ინფორმაციით ჰაერის ტემპერატურა ღამით -5 გრადუსამდე დაიწევს.
თოვლიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში კი თოვლია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი. +3 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5-მდე დაიწევს.

| Print |
FaceBook Twitter Google