ეპიდემიოლოგები მოსახლეობას პირბადის ტარების და დისტანციისა დაცვისკენ მოუწოდებენ
ეპიდემიოლოგების განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა. პირბადის გამოყენების სტატისტიკური მაჩვენებელი 43%-ს არ აღემატება. მათი განმარტებით, მოსახლეობა მოდუნდა, ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, რამაც კოვიდინფიცირებულების რაოდენობა გაზარდა.
ისინი მოსახლეობას კვლავ მკაცრად მოუწოდებენ პირბადის ტარების, დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში იმუნიზაციის პროცესი მოსალოდნელზე ერთი კვირით ადრე დაიწყება. ქვეყანა ბრიტანულ-შვედური წარმოების „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 13 მარტს მიიღებს ვიდრე 43 ათასი დოზა ჩამოვა, ჯანდაცვის სექტორი ტექნიკურ საკითხებს მოაგვარებს და ვაქცინაციის პროცესი მომდევნო კვირიდან დაიწყება. საწყის ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მედპერსონალი აიცრება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დაცვა / პირბადე /