კორონავირუსი არის ძალიან არაპროგნოზირებადი - თენგიზ ცერცვაძე
ერთი წლის მანძილზე ვისწავლეთ, რომ კორონავირუსი არის ძალიან არაპროგნოზირებადი და მას სჭირდება დიდი სიფრთხილით მართვა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ ამ ერთი წლის განმავლობაში. პირველ რიგში ვისწავლეთ ის, რომ ეს ვირუსი არ აღმოჩნდა ის, რაც თავიდან ეგონათ. ეგონათ, იყო ჩვეულებრივი რესპირაციული ვირუსი, როგორც გრიპი და აღმოჩნდა, რომ საქმე გვაქვს თვისობრივად განსხვავებულ ინფექციასთან, აბსოლუტურად განსხვავებული ინფექციებიდან. ეს დაავადება აღმოჩნდა აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი, შეიძლება, ვთქვათ, ხუთმა, ათმა ადამიანმა, მათ შორის ხანდაზმულებმა და თანმხლები დაავადებებით, გადაიტანოს იოლად და სხვამ, მათ შორის ახალგაზრდამ და რისკფაქტორების გარეშე გადაიტანოს მძიმედ, ზოგჯერ ფატალურად. ვისწავლეთ, რომ ეს დაავადება არის ძალიან არაპროგნოზირებადი და მას სჭირდება ძალიან დიდი სიფრთხილით მართვა.მეორე, ვიცით უკვე, რომ ეს დაავადება არ აზიანებს მარტო ფილტვებს და სასუნთქ სისტემას, აზიანებს ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოს და სისტემას. შესაბამისად, რადგან ის აზიანებს ყველა ორგანოს და სისტემას, მას სჭირდება სპეციალური მართვა“,- განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google