საქართველოში 275 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 332 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 185 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 20, იმერეთი - 51, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 14, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 20, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 953, საიდანაც: 1 310 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 275 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი, 130 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 513 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 245 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 480 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google