როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ნალექი, უმეტესად თოვლის სახით დღის ბოლომდე შენარჩუნდება.

უწყების ინფორმაციით, ხვალ ნალექი უმეტესად შეწყდება, თუმცა ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა თოვა კვლავ შენარჩუნდეს. 13, 14 და 15 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში ღამით მოსალოდნელია ტემპერატურის კლება -4 -7 გრადუსამდე, თბილისში კი ნავარაუდევია -3 -5 გრადუსი. ხვალიდან დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა შედარებით მოიმატებს და დაახლოებით, 9-14 გრადუსი იქნება.

12-13 მარტს, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 0 +5 გრადუსი იქნება. 16 მარტიდან ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა 17 მარტიდან კვლავ მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად წვიმის სახით.

| Print |
FaceBook Twitter Google