თურქეთში მოგზაურობის წესი იცვლება
თურქეთში მოგზაურობისათვის ელექტრონული ანკეტების შევსება იქნება სავალდებულო. ახალი რეგულაცია 15 მარტიდან შევა ძალაში.
პირმა, რომელსაც თურქეთში მოგზაურობა აქვს დაგეგმილი, გამგზავრებამდე 72 საათით ადრე უნდა შეავსოს ელექტრონული ანკეტა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
მოქალაქე ანკეტაში ავსებს პირად ინფორმაციას. სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ანკეტა საჭიროა იმისათვის, რომ თუ მოქალაქეს, რომელმაც თურქეთში იმოგზაურა, ან მასთან კავშირში მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდება, ინფორმირება ოპერატიულად მოხდეს.

ელექტრონული ანკეტა საზღვრის კვეთისას შემოწმდება. თუ პირს ის შევსებული არ აქვს ან არასწორი ინფორმაცია აქვს მითითებული, დაეკისრება ჯარიმა. ასევე მესაზღვრეს უფლება აქვს ასეთი ანკეტის მქონე პირი არ შეუშვას ქვეყანაში.

| Print |
FaceBook Twitter Google