კახეთში ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაეცემა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში კვლავ თოვლი და წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით-4 გრადუსამდე დაეცემა.

თოვლიანი დღეა გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში კი თოვლია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია მოსალოდნელი. +4 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4-მდე დაიწევს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თოვლი / წვიმა /