ყვარელში კორონავირუსით 73 წლის ქალი გარდაიცვალა
კახეთში, კორონავირუსით 117- ე პაციენტი გარდაიცვალა. 73 წლის ქალი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან იყო და თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას 200 ადამიანს აღწევს, აქედან 169 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 31 იმყოფება კოვიდ - კლინიკაში.  ვირუსი  11 527- მა პაციენტმა დაამარცხა.
| Print |
FaceBook Twitter Google