გურჯაანში გამართულ ჭიდაობის ტურნირზე პირველი ადგილი გორის გუნდმა მოიპოვა
ოთხი დღის განმავლობაში გურჯაანის სპორტკომპლექსში მიმდინარეობდა ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში.
როგორც ჩვენთან საუბარში სპორტკომპლექსის დირექტორმა, გელა დალაქიშვილმა განაცხადა, საქართველოს პირველობისთვის გამართულ ტურნირში 470 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
„გაიმართა საქართველოს პირველობა ბერძნულ-რომალუ და თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 470 სპორტსმენი მონაწილეობდა. გუნდური პირველი ადგილი აიღო გორმა, მეორე ადგილზე გავიდა ქუთაისი, ხოლო მესამეზე - აჭარა. ტურნირი სულ ათ წონით კატეგორიაში ჩატარდა. “

მისივე თქმით, გამარჯვებულები თასებით, დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოვეს. ტურნირი რვა მარტს დაიწყო და12 მარტს დასრულდა.

| Print |
FaceBook Twitter Google