გურჯაანის ტექნოპარკიდან კომპიუტერები მოიპარეს
გურჯაანის ტექნოპარკიდან 10-მდე კომპიუტერი მოიპარეს. ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ფაქტს ადასტურებს ტექნოპარკის ხელმძღვანელი ეკა ცისკარაშვილი, თუმცა გამოძების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე არ საუბრობს.

როგორც speqtri.ge-ს შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, პოლიციას უკვე მხილებული ჰყავს დანაშაულის ჩამდენი პირი და მოპარული ნივთების ნაწილიც ამოღებულია.

გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ტექნოპარკი გურჯაანში გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა და მის მშენებლობაზე 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.



| Print |
FaceBook Twitter Google