კახეთში ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე გათბება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში უმეტესად ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე გათბება.
მცირედ ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში წვიმიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. +14 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7-მდე დაიწევს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /