კახეთში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში წვიმიამი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა კი +15 გრადუსამდე გათბება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშივ წვიმიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმაა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. +13 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2-მდე დაიწევს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / წვიმა /