კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე 2719 ადამიანი აიცრა
ბოლო მონაცემებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე საქართველოში 5350 ადამიანია დარეგისტრირებული, აქედან 2719 უკვე აიცრა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმედი აქვს, რომ სამედიცინო პერსონალი პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება. მან კომენტარი AstraZeneca-ს შესაძლო გვერდით მოვლენებზეც გააკეთა.
„ბოლო დღეების განმავლობაში იყო საკმაოდ აქტიური განცხადებები AstraZeneca-ს სავარაუდო გვერდითი მოვლენების შესახებ. ამ დროისთვის არც ევროპის წამლის მარეგულირებელი, არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ ადასტურებს მიზეზშედეგობრივ კავშირს AstraZeneca-სა და გვერდით მოვლენებს შორის“,- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google