ვეჯინში „თეფშიაურების“ უბანში ასფალტის საფარი დაიგება
სოფელ ვეჯინში, ე.წ. "თეფშიაურების" უბნის გზის რეაბილიტაცია 2020 წლის ბოლოს დაიწყო და ამჟამად კვლავ მიმდინარეობს. აღნიშნული გზის რეაბილიტაციის პროექტი გარდამავალია.
პროექტის ფარგლებში, მოასფალტდება გზის 1001 მეტრიანი მონაკვეთი. ამჟამად მიმდინარეობს ეზოებში შესასვლელებისა და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა, რომელიც გადაიხურება ლითონის ცხაურით. დაგეგმილია, საგზაო ნიშნების დადგმა. სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 355 757 ლარია, ამხანაგობა "გზამშენი 15" ასრულებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გზა / ვეჯინი /