სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
საქართველოს პრეზიდენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. AstraZeneca-ს პრეპარატის პირველი დოზის მიღების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ პანდემიით შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად საზოგადოებამ ვაქცინა უნდა გამოიყენოს.
„დღეს ურიგოდ ჩავიტარე აცრა, რამეთუ არც პრეზიდენტს ეკუთვნის და არც იმ ჯგუფში ვარ, რომელსაც ურიგოდ ეკუთვნის. ჯერ ექიმების, ექთნების და იმ მედპერსონალის რიგია, რომლებმაც ეს თვეები მძიმედ გაიარეს. მაგრამ მერე დადგება შემდეგი ჯგუფების რიგიც და თუ გვინდა, რომ იმ მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რაც მთელ მსოფლიოში კოვიდ-პანდემიას მოჰყვა, აუცილებელია ეს საშუალება გამოვიყენოთ. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამოწვევასაც გადავლახავთ და სხვასაც“, - განაცხადა მან.




| Print |
FaceBook Twitter Google